ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც ავირჩიეთ. როდესაც ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე და ევროპულ მომავალზე, პირველ რიგში ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინება და დაცვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ჩართვისას განაცხადა.
„ჩვენ ღირსების დაცვით გვინდა ევროპა და ევროპული მომავალი. ევროპა და ევროპული მომავალი გვინდა ჩვენი ტრადიციებით, კულტურით, ძალიან მაგარი წარსულით, რითაც ყველა ვამაყობთ. ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთ, ეს მათი უფლებაა და მათ შეუძლიათ, რომ ცალ ფეხზე იდგნენ, მაგრამ ჩვენ მყარად უნდა ვიგდეთ ორ ფეხზე, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები და გავაგრძელოთ რეფორმების განხორციელება, წინსვლა. მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება ყველაფერი, რომ სტატუსი მივიღეთ. პირიქით, ახლა მეტი სამუშაო და რეფორმებია გასატარებელი, რათა გავხდეთ ევროპის სრულყოფილი ქვეყანა“, - განაცხადა კალაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა8 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა