სასტუმროს მშენებლობას ვგეგმავთ და ამ ეტაპზე ვმუშაობთ პროექტზე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ჭრებალოს მარნის “ დამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა განუცხადა.
ამ იდეის განხორციელებისკენ „ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებლებს ტურიზმის მიმართულებით გაჩენილმა მოთხოვნამ უბიძგათ.
„2024 წლის ივლის-აგვისტო ბევრად აქტიურია. ზაფხულის პერიოდში „ჭრებალოს მარნის“ ვიზიტორების რაოდენობა გაორმაგდა. გვსტუმრობენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელები. თანაფარდობა 60/40 -თანაა“, - განაცხადა მეწარმემ.
მისი თქმით, „ჭრებალოს მარანი“ საკმაოდ პოპულარულია, მზარდია მოთხოვნა და ინტერესი რეგიონისთვის სახასიათო კერძებზე.
„ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა ის, რომ არ ვმუშაობთ წინასწარ დაკვეთებსა და ჯავშნებზე. გვაქვს დიდი სამზარეულო სივრცე, ხარისხიანი კერძები და კარგი მომსახურება. ასევე „ჭრებალოს მარანის“ სივრცეში ხშირად იმართება ღვინის დეგუსტაციები“, - ამბობს სალომე ლეკიშვილი. მისი თქმით, მიმდინარე სეზონზე „ჭრებალოს მარანის“ ვიზიტორების რაოდენობა გაორმაგდა.
„ჭრებალოს მარანი“ როგორც სარესტორნო სივრცე 2022 წლიდან ოპერირებს. ამის გარდა კომპანია ღვინის სხვადასხვა სახეობას ბაზარს რამდენიმე წელია სთავაზობს. კომპანიის ღვინო წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. "ჭრებალოს მარნის" ღვინო ექსპორტზე გავიდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ბალტიისპირეთის ქვეყნები.
უახლესი
3 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს22 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”