ავტორი: © ჭკვიანი სახლის სისტემების ექსპერტი ბექა ელისაშვილი, კომპანია Sonorous Smart Systems
ბლოგი მომზადებულია Lenore Elle Hawkins -ის სტატიის მასალებზე დაყრდნობით. ორიგინალი სტატია გამოქვეყნებულია: nasdaq.com -ზე, OCT 7, 2022 12:14PM
2022 წლისთვის მთელი მსოფლიო იმედოვნებდა, რომ პანდემიის ორწლიანი შოკის შემდეგ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა. თუმცა 2022 და სავარაუდოდ 2023 წელიც ძალზე მძიმე და უჩვეულოა ინვესტორებისათვის, რაც განპირობებულია ევროპაში უპრეცედენტო მასშტაბის ომით, გლობალურ ბაზრებზე ომისა და პანდემის გამო მიწოდების ჯაჭვების და ლოჯისტიკური სქემების არევით და მასშტაბური ეკონომიკური რეცესიით.
თუმცა ამავე დროს ეს მოცემულობა ქმნის ახალ შესაძლებლობებსაც და მათ შორის ერთ ერთი საინტერესოდ გაქტიურებული მიმართულება სწორედ ჭკვიანი სახლების ბაზარია.
დისტანციური მუშაობა
მიუხედავად იმისა რომ პანდემია თითქოს დაძლეულია და კონტროლის ქვეშაა მოქცეული, დისტანციური სამუშაო რეჟიმი კლავ ძალიან აქტუალურია. 2022 წლის ივნისის Gallup-ის კვლევის თანახმად, დაახლოებით 70 მილიონი ამერიკელი (სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა 56%) სრულად ან ჰიბრიდულად დისტანციურ რეჟიმში მუშაობს, იგივე სურათია გლობალური კომპანიების ჭრილში, სადაც ასევე 56% დისტანციურ რეჟიმზეა.
დისტანციური მუშაობის ასეთმა მატებამ: ა) გაზარდა მოთხოვნები საცხოვრებელ ფართზე; ბ) გაზარდა მოთხოვნები თავად საცხოვრებელი ბინების კეთილმოწყობაზე. ამან კი თავის მხრივ გაზრადა საცხოვრებელი ბინების ფასი, რასაც საქართველოს შემთხვევაში კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები დაემატა რეგიონში მიგრაციის ტალღების სახით.
გაზრდილი მოთხოვნა
კვლევების თანახმად, მოსალოდნელია ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდაც, რაც ბევრ ადამიანსაიძულებს იფიქროს არა ახალი ბინის შეძენაზე, არამედ არსებული, ძველი საბინაო ფონდის განახლებაზე. შესაბამისად ვიღებთ მოცემულობას, როცა საკმაოდ მაღალია ახალი საბინაო ფონდის მიწოდება (ახალი მშენებლობების თვალშისაცემი ტემპი) და ასევე აქტიურად ხდება არსებული საშუალოდ მოძველებული საბინაო ფონდის განახლება (ბუმი სარემონტო მასალებზე და სერვისებზე).
ენერგოდანახარჯები
ამ ყველაფერს ემატება ენერგოდანახარჯებზე ზრუნვა. 2022 წელმა ყველას დაანახა, რომ დასავლეთ ევროპაც არ არის დაზღვეული ენერგომატარებლების მიწოდების შეფერხებისგან ან გაძვირებისგან. მაგალითად, იტალიის საშუალო თვიური ელექტროენერგიის საბითუმო ფასები 2021 წლიდან 2022 წლამდე გაიზარდა 67,65 ევროდან მეგავატ საათში 543,48 ევრომდე, რაც წარმოუდგენელი 700%-იანი ზრდაა და ყველა მომხმარებელს აიზულებს იფიქროს ენერგოდამზოგავ სისტემებზე.
დემოგრაფია
ყველა კვლევის თანახმად, ადამიანები უფრო დიდხანს ცხოვრობენ და ნაკლები შვილი ჰყავთ, რაც ნიშნავს, რომ გლობალურად მოსახლეობის დაბერების ტემპი ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე წარსულში. 2015-დან 2050 წლამდე, 60 წელზე მეტი ასაკის მსოფლიოს მოსახლეობის წილი თითქმის გაორმაგდება 12%-დან 22%-მდე, ხოლო 2020 წელს 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა უკვე აჭარბებს ხუთ წლამდე ასაკის ადამიანებს. ანუ ჩვენს გარშემო სულ უფრო მეტი ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს ქალაქებში.
ეს ინფორმაცია რომ შევაჯამოთ:
სოწრედ ამ ფაქტორების ერთობლიობა ხდის კიდევ უფრო მოთხოვნადს ჭკვიანი სახლის სისტემებს და ჭკვიან მოწყობილობებს (IoT, Internet of Things), რომლებიც ერთმანეთთანაა კავშირში და ამავე დროს თანამედროვე ტექნოლოგიურად განვითარებული, ანუ სმარტფონიანი ადამიანისათვის მარტივი სამართავია.
ჭკვიანი ტექნოლოგიები: ა) ქმნის უფრო კომფორტულ და ეფექტურ გარემოს სახლში ცხოვრებისა და მუშაობისათვის; ბ) ისინი ორიენტირებულია ენერგოდამზოგავ გადაწყვეტებზე, რაც ავტომატურად იწვევს ენერგიის ხარჯის შემცირებას იმ დროს როდესაც ენერგომატარებლები არანორმალურად ძვირდება; გ) უფრო მოსახერხებელი ხდება ხანდაზმულებზე ზრუნვა და მათზე მეთვალყურეობა იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტები, როგორიცაა ჭკვიანი კამერები, სენსორები, კავშირის საშუალებები და ასევე ბინაში შეღწევის გამარტივებული უგასაღებო და დისტანციურად მართვადი დაშვებები, ხელმისაწვდომი ექიმების, მეთვალყურეებისა ახლობლებისათვის.
სწორედ ეს ქმნის ჭკვიანი სახლის სისტემების ბაზრის ზრდისა და განვითარების წინაპირობებს. ამავე დროს ადამიანები, რომლებმაც ერთხელ მაინც გამოსცადეს ეს ტექნოლოგია, მიიღეს ის კომფორტი და უსაფრთხოება რასაც დისტანციური და ჭკვიანური მართვა გვთავაზობს, აღარასოდეს უბრუნდებიან ძველ ტექნოლოგიებს და ყველა სივრცეში და გარემოში (აგარაკი, ახალი ბინა, სამსახური) ცდილობენ ასეთი ახალი გადაწყვეტების დანერგვას.
ტექნოლოგიური გიგანტები სულ უფრო და უფრო მეტ ინვესტიციას დებენ ჭკვიანი სახლების მიმართულებით. სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიაში წელს არის IP-ზე დაფუძნებული, ღია კოდის სტანდარტი, რომელიც მუშაობს Wi-Fi-ზე და მხარს უჭერს ყველა ძირითად საკონტროლო პლატფორმას. Matter არის უსასყიდლო, ღია კოდის სახლის ავტომატიზაციის დაკავშირების სტანდარტი Apache-ს ლიცენზიით. Matter არის Amazon (AMZN), Apple (AAPL), Alphabet (GOOG), Samsung SmartThings (SSNLF) და Zigbee Alliance-ის თანამშრომლობის შედეგი. მომხმარებლებისთვის ეს ნიშნავს უფრო მარტივ ინსტალაციას და ინტეგრაციას.
Mordor Intelligence და Grandview Research-ის კვლევების თანახმად, ჭკვიანი სახლის ბაზარი 2021 წელს შეფასდა $70 მილიარდად და მოსალოდნელია რომ ხუთ წელიწადში გაიზრდება $340 მილიარდამდე წლიური ზრდის ტემპით 25.%. SafeWise-ის თანახმად, საშუალო ამერიკელმა 2022 წელს დახარჯა $1,200 ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიაზე, ამერიკელების 75%-მა იყიდა ჭკვიანი სახლის რამე მოწყობილობა მაინც. საერთო ჯამში, 44%-მა განაცხადა, რომ წელს უფრო მეტი ფული დახარჯა სახლის ტექნოლოგიაზე, ვიდრე გასულ წელს.
ბაზარი დაყოფილია გეოგრაფიისა და პროდუქტის ტიპის მიხედვით, რომელიც მოიცავს:
Grandview Research ვარაუდობს, რომ ჭკვიანი სამზარეულოს სეგმენტი, ჭკვიანი ტექნიკით, როგორიცაა ავტომატური კომპოსტერები, წყლის გამწმენდები, ჭკვიანი მაცივრები და სხვა საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობები, 2021-დან 2030 წლამდე ყველაზე სწრაფად გაიზრდება - წლიური საშუალო ზრდა 30,5%. მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულოსეგმენტი აჩვენებს სწრაფ ზრდას, ჭკვიანი სახლის ბაზრის ყველაზე მაღალი შემოსავლის წილი მაინც უსაფრთხოებასა და მეთვალყურეობაზე (საკეტი, კამერა, სენსორი) მოდის და ამ ზრდამ 2021 წელს წლიური 31% შეადგინა.
ჭკვიანი სახლების გლობალური ბაზარი ზომიერად კონკურენტუნარიანია, რამდენიმე ძირითადი გლობალური მოთამაშით: Amazon, Emerson Electric, Honeywell International (HON), Schneider Electric SE, Siemens (SIEGY), რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ Matter Alliance ფარგლებში და მათი ტექნოლოგიების მიღწევები სახლებს უფრო უსაფრთხოს, ეფექტურს, კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის, რაც ზოგავს სახლის მფლობელებს დროსა და ფულს. Matter-ის გაშვებით, წვრილმანი ჭკვიანი სახლის ბაზარი ისარგებლებს მარტივი ინსტალაციისა და ინტეგრაციით, შეამცირებს გამწვავებულ ზარებს ქოლცენტრებში.
საქართველოშიც, მსოფლიო ტრენდების შესაბამისად, ოდნავი დაგვიანებით, მაგრამ მზარდი ტენდენციაა ჭკვიანი სახლის მოწყობილობებზე. რაც უფრო მეტი ადამიანი და ოჯახი ჩდება ორი და მეტი უძრავი ქონებით, მით უფრო აქტიურად დგება დღის წესრიგში ამ ყველა ობიექტის ერთიანი ცენტრალიზებული მართვა. შეუძლებელია სპეციალური სამართავი ინსტრუმენტების გარეშე ერთდროულად მოახერხო გადასცე ბინის გასაღები გუდაურში სასრიალოდ ჩასულ ტურისტებს, დამლაგებელი შეუშვა თბილისში არსებულ ბინაში და ასევე კოჯორში არსებულ აგარაკზე აკონტროლო ტემპერატურა და დაიცვა სახლის წყალომარაგების სისტემა ძლიერი ყინვებისგან.
სწორედ აქ შემოდის ტექნოლოგიის როლი, როცა ერთ აპლიკაციაში შეგიძლია თავი მოუყარო ამ ყველაფერს, გამოითავისუფლო მეტი დრო, დაზოგო ხარჯები და უფრო უსაფრთხო გახადო გარემო, გქონდეს წვდომა და ზუსტი ინფორმაცია ყველა შენს სახლში მიმდინარე პროცესზე, შეიხედო იქ და პირადად დარწმუნდე რომ ყველაფერი წესრიგშია.
განსაკუთრებით გამოსაყოფია ჭკვიანი სახლის სისტემების გამოყენების ეფექურობა იმ პირების მიერ, ვინც საცხოვრებელს აქირავებს მოკლე ან გრძელვადიანი კონტრაქტებით. ზუსტად ისე როგორ ეფექტურადაც იყენებს მესაკუთრე Booking-ს და AirBnb-ს, ჭკვიანი სახლის ტექნოლოგია გაქირავების პროცესსაც უფრო ეფექტურს და უსაფრთხოს ხდის.
Sonorous Smart Systems -ის შემოთავაზებული ტექნოლოგიები ეფუძნება Tuya Smart-ის პროგრამულ გადაწყვეტებს და აპლიკაციას. ეს არის ხელოვნური ინტელექტისა და ე.წ. ინტერნეტის ნივთების (IoT, Internet of Things) კომპანია, რომელიც 20 წლის წინ დაარსდა, ხოლო 2021 წელს ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა IPO-ს მეშვეობით ნიუ იორკისა და ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით. Tuya გვაძლევს საშუალებას ჭკვიანი სახლის პროდუქტები შევარჩიოთ სხვადასხვა მწარმოებლისაგან, ჩვენთვის სასურველი ხარისხისა და ფასის კომბინაციით, ხოლო მათ გამართულ პროგრამულ მუშაობაზე საერთაშორისო კომპანია Tuya Smart–ი ზრუნავს.
Тuya-ს აპლიკაცია თავსებადია Android და IOS სისტემებთან, არის ადვილად აღქმადი და მოსახერხებელი (user friendly). აპლიკაცია საშუალებას იძლევა ერთდროულად ვმართოთ სხვადასხვა ბინა და სახლის უამრავი მოწყობილობა, ერთ სივრცეში გვქონდეს წვდომა ბინის ცენტრალურ ან ცალკეული სათავსოების საკეტებთან, უსაფრთხოების კამერებთან, მოძრაობის, გაღება-დაკეტვის, წყლის და გაზის სენსორებთან ასევე ვარეგულიროთ გათბობა-კონდიცირების სისტემა, და სურვილის შემთხვევაში გამოვრთოთ ან ჩავრთოთ ჩაიდანი.
უძრავი ქონების დეველოპერებსაც მოუწევთ ფეხი აუწყონ თანამედროვე ტრენდებს და უფრო და უფრო მეტი კომპონენტი დაამატონ თავიანთ უძრავი ქონების პროექტებს. ამ მხრივაც შეინიშნება ბაზარზე სიახლეები და რამდენიმე დეველოპერი უკვე აქტიურად იყენებს შეთავაზებებში ჭკვიანი სახლის სისტემებს, რაც მათ პროდუქტს აშკარა კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. მათ შორის შეიძლება ანაგი დეველოპმენტის პროექტების (Park home Vake and Park home Saburtalo) ასევე Moedani-ს გამოყოფა.
საბოლოოდ ყველა ტრენდის შეფასება, გვაძლევს იმის იმედს, ვიყოთ დარწმუნებული, რომ მომავალი უფრო ტექნოლოგიური ქალაქები, საზოგადოებრივი სივრცეები და ჩვენი პირადი საცხოვრებელი გარემო იქნება უფრო ტექნოლოგიური, დაცული, გარემოზე ზრუნვაზე ორიენტირებული და უპასუხებს ყველა თანამედროვე გამოწვევებს.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა