ჩინურმა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა DeepSeek-მა გლობალური ტექნოლოგიური ბაზრები შეარყია და აშშ-ის ტექნოლოგიური დომინანტობის შესახებ შეშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული. ირკვევა, რომ კომპანიის ბოლო ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც გასულ კვირას გაეშვა, უზრუნველყოფს ეფექტურ მუშაობას დაბალი სიმძლავრის ჩიპებზე, რაც გამოწვევას უქმნის ისეთი კომპანიების მაღალ შეფასებებს, როგორიცაა Nvidia. DeepSeek-ის პროდუქტი, რომელიც სწრაფად მოექცა Apple-ის App Store-ის სათავეში, კონკურენტად ითვლება OpenAI-ის და Meta-ს შეთავაზებებთან.
DeepSeek-ის წარმატებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტების მიერ AI ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციები.
უახლესი
8 საათის წინ
ჰენკელი - ექსკლუზიურად გორგიაში