ჩინეთში iPhone-ის გაყიდვების მაჩვენებელი საგრძნობლად დაჩქარდა. როგორც უცხოური მედია წერს, ჩინეთის ბაზარზე აპრილში iPhone-ის მიწოდება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52%-ით გაიზარდა.
თუ კი ბოლო პერიოდში გაყიდვები კონკურენტების ზეწოლის, მაგალითად Huawei-ს გამო შემცირებული იყო, აპრილში იმპორტირებული წარმოშობის სმარტფონების ნაკადი გაიზარდა და 2.301 მილიონი ერთეული შეადგინა, მაშინ როდესაც გასულ წელს მაჩვენებელი 3.495 მილიონი სმარტფონი იყო. აღნიშნული სტატისტიკა ჩინეთის სახელმწიფო აკადემია CAICT-მა გამოაქვეყნა.
პირველი კვარტლის ბოლოს, წლის დასაწყისთან შედარებით, Apple-ის მიერ ჩინეთის ბაზარზე მიწოდება 12%-ით გაიზარდა. ადრე კი გაყიდვები 37%-იან კლებას აჩვენებდა.
მოსალოდნელია, რომ გაყიდვების მაჩვენებლები, ფასდაკლების აგრესიული პროგრამის გამო, მაისშიც გაიზრდება. კამპანიის ფარგლებში, ფასდაკლება Tmall ვერსიის ზოგიერთ მოდელზე 318 დოლარს აღწევს, რომელიც ჩინეთის ბაზრისთვისაა განკუთვნილი.
უახლესი
6 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა