საკონტეინერო მატარებელი Xi'an (PRC) - ბაქო (აზერბაიჯანი), რომელიც ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე მოძრაობს, (TITR, შუა დერეფანი) ყაზახეთის გავლით, დანიშნულების ადგილზე ჩავიდა. ამის შესახებ Trend წერს.
მატარებელი საწყისი წერტილიდან დანიშნულების ადგილამდე 11 დღეში ჩავიდა.
მატარებელი 55 ორმოცფუტიანი კონტეინერისგან შედგება. ის დატვირთულია სხვადასხვა სამომხმარებლო საქონლით, ელექტრო მანქანებით, სამშენებლო მასალებით, სხვადასხვა დიამეტრის მილებითა და სხვა პროდუქტებით. ამჟამად სიანიდან ბაქოში კიდევ ერთი საკონტეინერო მატარებლის გაშვება იგეგმება.
შუა დერეფანი ჩინეთისა და ევროკავშირის საკონტეინერო სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვის ქსელებს, ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლით აკავშირებს. მრავალმხრივი მრავალმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა აკავშირებს კასპიისა და შავი ზღვის საბორნე ტერმინალებს ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინის და პოლონეთის სარკინიგზო სისტემებთან.
ამ დერეფნის გასწვრივ გამავალი მარშრუტი ტვირთებს ჩინეთიდან ევროპაში საშუალოდ, 20-25 დღეში აწვდის, რაც ამ სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
უახლესი