დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინეთი აბრეშუმის გზის ფონდს 11 მილიარდ დოლარს დაუმატებს

ჩინეთი აბრეშუმის გზის ფონდს 11 მილიარდ დოლარს დაუმატებს

18-10-2023 10:00:30

ჩინეთი აბრეშუმის გზის ფონდს 80 მილიარდ იუანს (10,9 მილიარდი აშშ დოლარი) დაუმატებს, რათა მხარი დაუჭიროს „ერთი გზა ერთი სარტყელის“ პროექტების ერთობლივ მშენებლობას, განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ჯინპინმა.

ჩინეთის ლიდერტმა თქვა, რომ ჩინეთის განვითარების ბანკი (China Development Bank) და ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკი (Export–Import Bank of China) გახსნიან 350 მილიარდი იუანის (47,8 მილიარდი აშშ დოლარი) დაფინანსების ხაზს, ხოლო 80 მილიარდი დაემატება აბრეშუმის გზის ფონდს ახალი, ერთობლივი მშენებლობის მხარდასაჭერად. 

მან ასევე დასძინა, რომ მაღალი დონის ფორუმის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში გაიმართა ბიზნეს ფორუმი, რომლის შედეგადაც დაიდო 97,2 მილიარდი დოლარის ღირებულების თანამშრომლობის ხელშეკრულებები.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები