დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჩიკორმა“ ჯანსაღი ხემსის ხაზი დაამატა

„ჩიკორმა“ ჯანსაღი ხემსის ხაზი დაამატა

30-01-2024 17:04:00

კომპანია ,,ჩიკორი", რომელიც ჩირის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია საქართველოში, ჯანსაღი ხემსის ხაზი დაამატა.

როგორც ,,ჩიკორის" დირექტორი ანანო ბეჟანიშვილი Business Insider Georgia - თან აღნიშნავს, რომ შეფუთვაში არის თხილისა და ხილის ნაზავი.

„ხემსი მდიდარია მიკროელემენტებითა და ვიტამინებით და განკუთვნილია დაკავებული ადამიანებისთვის.

ამ მიმართულებით ვგეგმავთ დატვირთულ მარკეტინგულ კამპანიებს. თებერვლიდან ვგეგმავთ ამ პროდუქტის სავაჭრო ქსელებში გაშვებას და ამასთან რებრედინგის შემდეგ „ჩიკორი“ დახლებზე გაუმჯობესებული შეფუთვით გამოჩნდება. ხემსი იქნება 80-დან 100 გრამამდე შეფუთვებში ხოლო ფასი შიგთავსიდან გამომდინარე 5-7 ლარის ფარგლებში“, - ამბობს ანანო ბეჟანიშვილი.

„ჩიკორის“ პროდუქცია იყიდება „აგროჰაბში“, „კარფურში“, „გუდვილში“, „ნიკორას“, „სპარისა“ და „ფრესკოს“ ქსელებში. „ჩიკორი“ ბაზარზე 2016 წლიდან ოპრირებს, საწარმოში, რომელიც ქარელის რაიონში სოფელი სამწევრისში მდებარეობს 50 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები