Business Insider Georgia-სთან სათამაშოების ბრენდი „ჩიკატაის“ დამფუძნებელი და დირექტორი თამარა ბუიღლიშვილი ამბობს, რომ ახალი სტრატეგიის თანახმად ბიზნესის გაციფრულებას იწყებენ და ვებგვერდის შექმნაზე მუშაობენ.
„2025 წლისთვის ახალი სტრატეგიაზე ვმუშაობთ. ვგეგმავთ რამდენიმე პროდუქტის დამატებას. შევცვალეთ საექსპორტო სტრატეგიაც და ვგეგმავთ პოტენციურ ინვესტორებს თავად დავუკავშირდეთ. ასევე ვგეგმავთ გაყიდვების გაზრდას. ასევე მალე ჩაეშვება ვებგვერდი, რომელიც ქართული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო მომავალ წელს ანალოგიური ვებგვერდი შეიქმნება უცხოეთის ბაზრისთვის“, - ამბობს მეწარმე.
მისი შეფასებით 2024 წლის დასაწყისი არ იყო „ჩიკატაისთვის“ პოზიტიური, თუმცა ბოლო თვეებში კომპანიის გაყიდვები მზარდია და აქვთ მოლოდინი, რომ მომდინარე წელს პოზიტიური შედეგებით დაასრულებენ.
„ჩიკატაი“ 14 დასახელების სათამაშოს აწარმოებს. მიმდინარე წელს დაემატა „ჩიკატაი ჰოუმ“-ის ხაზი. კერძოდ, სახლის აქსესუარები და დეკორი, და ეს პროდუქცია ბრენდის შოურუმშია ხელმისაწვდომი.
თბილისში მდებარე „ჩიკატაის“ სახელოსნოსა და შოურუმში 5 ადამიანია დასაქმებული. ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია მუსიკალური საკიდები და მუსიკალური ჟირაფი. სათამაშოების ფასები 85 ლარიდან 210 ლარამდეა.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა