CHICOS-ის (https://www.instagram.com/chicos.tbilisi/) და სილამაზის სალონის INTOVIEW-ს (https://www.instagram.com/intoview.tbilisi/) თანამშრომლობის მიზანია გუნდის ერთგულ წევრებს დაანახონ ზრუნვა, სიყვარული და პატივისცემა.
CHICOS-ის გუნდი შედგება ნიჭიერი შეფ-მზარეულისგან, მზარეულებისაგან, მიმტანებისაგან, დასუფთავების პერსონალისა და მენეჯერებისაგან, რომელთა გარდასახვაზეც იზრუნა სალონმა INTOVIEW. ცნობილი სილამაზის სალონის კვალიფიციურმა გუნდმა უზრუნველყო თანამშრონელთა თმის და სრულიად ვიზუალის გარდასახვა, რომლითაც ხაზი გაუსვა თითოეული მონაწილის ბუნებრივ ხიბლს, ხიბლს იმ უნიფორმის მიღმა რომლითაც სამუშაო პროცესში ვხედავთ.
INTOVIEW-ს გაწეული გულითადი შრომის შემდეგ CHICOS-ის გუნდისთვის მოეწყო ფოტო გადაღება რესტორნის ინტერიერში.
ამ ექსკლუზიური პროექტითვის ფოტოების გადასაღებად, სპეციალურად მოიწვიეს პარიზული მოდის ფოტოგრაფი: ჟენია ფილატოვა. ჟენიამ CHICOS-ის გუნდს დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა ფოტოსურათების სახით.
CHICOS და INTOVIEW მოხარულნი არიან წარმოადგინონ ეს არაჩვეულებრივი პროექტი და დაგანახონ გუნდის წევრების ინდივიდუალიზმი, რომლებიც მუდამ კულისებში დაუღალავად მუშაობენ თქვენი სიამოვნებისათვის.
ეს უნიკალური გამოცდილება ხელს უწყობს ჩიკოსის ენერგიულ სამუშაო გარემოსა და გუნდს, რომელიც 14 თებერვალს სიყვარულით გაივსება და გნსაკუთრებულ - ვალენტინობის დღისთვის შექმნილ მენიუს დაგახვედრებთ.
Photo: Jenia Filatova
Producing: Beso Turazashvili
Art-direction: Eugenia Bagretsova
Style: Sopio Bujiashvili , Berhasm
PR: Nincho Jeiranashvili
Make Up: Margarita Art
Hair : Romanov Maksim, Sasha Sitnikov , Daria Kisel
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა