დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩემი, როგორც ყოფილი დინამოელის პოზიციაა, რომ „დინამოს“ ბაზისთვის ადგილის შეცვლის იდეა განწირულია - ლევან კობიაშვილი

ჩემი, როგორც ყოფილი დინამოელის პოზიციაა, რომ „დინამოს“ ბაზისთვის ადგილის შეცვლის იდეა განწირულია - ლევან კობიაშვილი

28-01-2024 15:32:00

ყოფილი დინამოელი და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან კობიაშვილი  განმარტავს, რომ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ბაზის შეცვლა ნებისმიერი სახით, იდეის დონეზეც კი მიუღებელი და დაუშვებელია. მისი თქმით, ეს ისტორიული ბაზაა.

„ჩემი, როგორც ყოფილი დინამოელის და ადამიანის, რომელსაც შეხება მქონდა იმ ბაზასთან (იქ გავიზარდე, იქ ვითამაშე და უდიდესი წვლილი და დამსახურება აქვს [მას] ჩემს პროფესიულ კარიერაში), პოზიციაა, რომ ეს იდეა განწირულია. დარწმუნებული ვარ, არანაირი პერსპექტივა მას არ გააჩნია.

ძალიან გაგვიხარდება, თუ ასეთი ინფრასტრუქტურა შეიქმნება, სადაც გაცილებით მეტი საფეხბურთო მოედანი იქნება, თუმცა არა იმის ხარჯზე, რომ ამ ბაზამ ფუნქცია შეიცვალოს და იქ რაღაც სხვა გაჩნდეს. ეს ჩემთვის, როგორც ამ კლუბის ყოფილი მოთამაშისთვის და ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელისთვის აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელია“, - აცხადებს კობიაშვილი.

დინამოს ისტორიულ ბაზაზე საუბარი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ბიზნესმენმა და კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, რომ შესაძლოა ბაზამ ადგილი შეიცვალოს, მის ადგილას კი უნივერსიტეტის პატარა ქალაქი აშენდეს. ბაზის დანგრევის იდეა მიუღებელია ვეტერანი ფეხბურთელებისთვის და თბილისის მერისთვის, კახა კალაძისთვის.

უახლესი

7 წუთის წინ

28 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები