სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ სანქციათა აღსრულების წესში ცვლილებები პირადად მიიღო და ის, რომ მისი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა, გამომდინარეობს იქიდან, რომ ორივეს ორივეს ერთი და იგივე კონსტიტუცია აქვს.
„ნათელია თუ საითაა ზეწოლა. ზეწოლა არის, როდესაც გარედანაა არაადეკვატური მოწოდებები და ხელის შეშლის მცდელობა მუშაობაში. ზეწოლა არის, როდესაც მოგიწოდებენ, რომ შენი კონსტიტუციური უფლება/მოვალეობა არ აღასრულო, გააუქმე გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას იცავს, იმიტომ, რომ ვიღაცის პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება. ზეწოლა არის, როდესაც შენს კოლეგებს, საბჭოს წევრებს მოუწოდებ, რომ მოდით ახლა შეცვალეთ ხელმძღვანელი. ზეწოლა არის, როდესაც მე მომმართავენ გადადექი. რის გამო უნდა გადავდგე? რომ საქართველოს კონსტიტუციის შესატყვისი გადაწყვეტილება მივიღე და ჩვენი მოქალაქეები ამიერიდან უფრო მეტად დაცულები იქნებიან, თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმების ზემოქმედების დროს? ეს არის კლასიკური ზეწოლა. და რაც შეეხება იმას, რომ ჩემზე ამ გადაწყვეტილების მიღებისას ვინმემ მოახდინა ზეწოლა, არ არის ჩემზე ზეწოლის მოხდენა ასე მარტივი. ნამდვილად არ არის. ეს იყო ჩემი სრული დისკრეცია, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, მართალია იურისტების გუნდთან ერთად ვმუშაობდით, ეს არ მომხდარა 1 საათში ნამდვილად, მაგრამ სწრაფად მოხდა რეაგირება სანქციების მიღების მომენტიდან მათი აღსრულების ახალი წესის შემოთავაზებამდე, ჩვენ ვეძებდით სწორ ფორმას. ვფიქრობდით, ხომ არ ყოფილიყო ეს ბანკებზე მითითების ფორმით, ან სხვა ფორმით. მერე შევჯერდით, რომ ამ წესში ცვლილება უფრო სწორი და გამჭვირვალე იქნებოდა. ნებისმიერ ადამიანთან, ვისთანაც მე კონსულტაციები მქონდა, მქონდა აზრთა გაცვლა გამოცვლა. რა თქმა უნდა ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებაც, ძალიან საყურადღებო იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ის არის პროფესიონალი იურისტი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მე ჩემით მივიღე და ის, რომ ჩვენი მოსაზრებები კონსტიტუციასთან დაკავშირებით დაემთხვა, ნუ ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ერთი და იგივე კონსტიტუცია გვაქვს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მან ასევე დასძინა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას იმედები გაუმართლოს იმედები და არა, რომელიმე მაღალი თანამდებობის პირებს.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას გავუმართლო იმედები, პირველ რიგში ფასების და ფინანსების სტაბილურობასთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის მაღალი რანგის ამოცანა და ყველაზე ძლიერი საზომი, რითაც მე საკუთარ წარმატება წარუმატებლობას გავზომავ.
ძალიან სამწუხაროა, რომ მოვისმინო ძალიან მაღალი თანამდებობის პირისგან ასევე კლასიკური ნიმუში სებ-ის საბჭოზე ზეწოლის. როდესაც შენ საბჭოს მოუწოდებ, რომ გადააყენე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, გადადექით. როდესაც გიხარია, რომ უკვე 3 წევრი გადადგა და ახლა ყველაფერი ჩამოიშლება, ალბათ სხვადასხვა წაკითხვა გაქვს ჩვენ კონსტიტუციის“, - აღნიშნა თურნავამ.
უახლესი
9 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება