დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჩელთის“ და ზოგადად ქართულ ღვინოს აშშ-ის ბაზარზე უდიდეს პონტენციალი აქვს - მენეჯმენტი

„ჩელთის“ და ზოგადად ქართულ ღვინოს აშშ-ის ბაზარზე უდიდეს პონტენციალი აქვს - მენეჯმენტი

15-07-2024 13:00:00

„ჩელთის“ მენეჯმენტმა აშშ-ში,ქალაქ ბოსტონში კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოები დეგუსტაცია-პრეზენტაცია მოაწყო.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვაცნობდით მეღვინეობა „ჩელთის“ ღვინოებს, ამერიკელ ღვინის მოყვარულებს.

ვფიქრობთ, ამ ბაზარზე „ჩელთის“ და ზოგადად ქართულ ღვინოს უდიდეს პოტენციალი აქვს, რომლის სწორად გამოყენება მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის“,-აცხადებენ კომპანიის მენეჯმენტში.

აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა ჩელთის” ისტორია ერთი საუკუნის წინ დაიწყო. სოფელ შილდაში მირიანაშვილების წინაპრებმა მამაპაპისეულ ვენახებში პირველი მარანი ააშენეს და ყურძნის დაწურვას იმ დროისათვის საკმაოდ მასშტაბური ფორმა მისცეს.

მას შემდეგ ოჯახური ტრადიცია არ დარღვეულა. 2001 წელს გიორგი მირიანაშვილმა ამ ადგილას საწარმო და ვენახები გააშენა. 80 ჰექტარზე დღეისათვის გაერთიანებულია ვენახი, ტრადიციული და კლასიკური მარანი, მიწისქვეშა ღვინის საძველე და ტურისტული კომპლექსი.

ერთ ტერიტორიაზე გაშენებული ვენახები და საწარმო, მეღვინეობას საშუალებას აძლევს ყურძნის კრეფისა და დაწურვის პროცესი სრულად გააკონტროლოს.

ქარხანა აღჭურვილია როგორც თანამედროვე ინვენტარით, ასევე – ტრადიციული ქვევრი ღვინის ჭურჭლით.

მიწისქვეშა ღვინის საცავი “ჩელთის” მარანში 7 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
სწორედ ეს სიღრმე, მთელი წლის განმავლობაში ბუნებრივად ინარჩუნებს 14-17°C სითბოს, რაც ღვინის შენახვისა და დაძველებისთვის იდეალური ტემპერატურაა.

მეღვინეობა ჩელთს ყოველწლიურად ათასობით ბოთლი ემატება. თითოეულ მათგანში კი გამორჩეული ყურძნისგან დაწურული ღვინო ვარგდება. ჩელთის მიწისქვეშა ბოთლების საცავში 150 000 ბოთლამდე პრემიუმ ღვინო ძველდება.

დღეს „მეღვინეობა ჩელთის“ ბრენდს კარგად იცნობენ 20- მდე ქვეყანაში: ამერიკა, ინგლისი, ჩინეთი, ტაივანი ყაზახეთი, იაპონია, რუსეთი, ბელორუსია, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ბელგია, დანია, უკრაინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები