დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩაერთე Mastercard-ის გათამაშებაში და მოიგე საგზური ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

ჩაერთე Mastercard-ის გათამაშებაში და მოიგე საგზური ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

06-04-2024 13:30:00

ფეხბურთის ერთგული გულშემატკივრებისთვის შესანიშნავი ამბავი გვაქვს! UEFA-ის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონი უკვე კულმინაციისკენ მიდის და შენც ალბათ ყოველ თამაშზე უფრო მეტად გემატება მღელვარება. რას იტყოდი, ეს ემოციები რომ გაასმაგებულიყო და ლიგის ფინალზე აღმოჩენილიყავი?

სწორედ ამის შესაძლებლობას გაძლევს საქართველოს ბანკი Mastercard-თან თანამშრომლობით. 1-ელი აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით საქართველოს ბანკის Mastercard-ის ნებისმიერი ბარათის მფლობელები გრანდიოზულ გათამაშებაში ჩაერთვებიან. ბარათით გადახდისას, მიიღებ ბილეთს, რომელიც შეიძლება შენს საგზურად იქცეს სანატრელ მატჩზე.

როგორ უნდა ჩაერთო გათამაშებაში

გათამაშებაში ჩასართავად, პირველ რიგში, საჭიროა, საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათი  გქონდეს — მნიშვნელობა არ აქვს, ციფრული თუ პლასტიკური. ამ ბარათით დახარჯულ ყოველ 5 ლარზე გათამაშების ერთი ბილეთი დაგერიცხება.

აღსანიშნავია, რომ თუკი საქართველოს ბანკის საგულშემატკივრო ბარათით ისარგებლებ, 2-ჯერ მეტ ბილეთს მიიღებ და შენი გამარჯვების შანსიც გაიზრდება. არც ის დაგავიწყდეს, რომ საგულშემატკივრო ბარათს სხვა განსაკუთრებული შეთავაზებებიც მოჰყვება, მათ შორის, ფასდაკლება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფანშოპზე. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ აქვს ეს ბარათი, მისი აღება აღარ გადადო!

რა პრიზები თამაშდება და როგორ გამოვლინდებიან გამარჯვებულები

როგორც გითხარით, გათამაშება აპრილში ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველკვირეულად, შემთხვევითობის პრინციპით, გამოვლინდება ორი გამარჯვებული. პირველი და მეორე კვირის გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზურებით დასაჩუქრდებიან, მესამე და მეოთხე კვირის გამარჯვებულები კი ფინალის საგზურებს გაინაღდებენ.

გამოვლენილი გამარჯვებულების ნახვას საქართველოს ბანკის ვებგვერდზე შეძლებ, ხოლო შენ მიერ დაგროვებული ბილეთების რაოდენობას პირდაპირ მობილბანკში იხილავ.

მზადება ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის

ევროპის წამყვანი საფეხბურთო კლუბების ლიგა, რომელსაც ყოველწლიურად ასობით მილიონი ადამიანი ადევნებს თვალს მთელ მსოფლიოში, წელს უკვე 69-ედ იმართება. საინტერესოა, შეძლებს თუ არა გასული წლის ტრიუმფატორი მანჩესტერ-სიტი გამარჯვებულის წოდების შენარჩუნებას…

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ნახევარფინალები 30 აპრილს, 1-ელ, 7 და 8 მაისს გაიმართება. რაც შეეხება გრანდიოზულ ფინალს, მას პირველ ივნისს უმასპინძლებს ლონდონის უემბლის სტადიონი. სხვათა შორის, 90 ათას გულშემატკივარზე გათვლილ ამ ცნობილ არენაზე ლიგის ფინალი უკვე მერვედ ტარდება, რაც რეკორდული რიცხვია.

ასე რომ, არ გამოაკლდე დიდ საფეხბურთო ზეიმს, ჩაერთე გათამაშებაში და მოიგე საგზური პირდაპირ უემბლის სტადიონზე!

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები