დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
BUSHIDO-ს პრემიუმ ხარისხის ყავა საქართველოშია

BUSHIDO-ს პრემიუმ ხარისხის ყავა საქართველოშია

19-09-2023 09:00:21

ყავის მაღალი ხარისხის ბრენდი BUSHIDO ქართულ ბაზარზე სულ რაღაც ერთი თვის წინ გამოჩნდა.

ბრენდი საინტერესოა წარმოების მეთოდით, რასაც ქართულ ბაზარზე არ აქვს ანალოგი. პროდუქტის უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ყავის მარცვლები გროვდება და იკრიფება ხელით საგულდაგულოდ და შემდეგ განსხვავებული მეთოდებით მუშავდება.

ყავა BUSHIDO - ეს არის იაპონიის ანტიკური ტრადიციებისა და ყავის დასავლური ხელოვნების სინთეზი. საქართველოში კომპანიას სერიოზული გეგმები აქვს და მომხმარებელს სამომავლოდ ბევრ სიახლეს ჰპირდება.

როგორც Bushido Coffee Georgia -ს წარმომადგენელმა Business Insider Georgia-თან განაცხადა, ბაზრის დაფარვის კუთხით კომპანია ვერ გახდება ლიდერი, თუმცა აქვთ ჯანსაღი ამბიცია, რომ ხარისხით პირველები გახდნენ და ყავის სეგმენტში ღირსეული ნიშა დაიკავონ.

„BUSHIDO ნამდვილად არის უნიკალური პროდუქტი. რასაც ვწარმოებთ, იაპონიის ანტიკური ტრადიციებისა და ყავის დასავლური ხელოვნების ნაზავია. ქართულ ბაზარზე შემოვიტანეთ ოთხი განსხვავებული გემოს ყავა: Original Bushido, Black Katana, Red Katana და Light Katana. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, BUSHIDO-ს გამოიყენება წარმოების სრულიად განსხვავებული სტილი, სადაც თითოეული მარცვალი ხელითაა დაკრეფილი, იაპონური მეთოდით გამომშრალია და მიღებული. ქართულ ბაზარზე დიდი ამბიციით შემოვედით და გვინდა კუთვნილი ნიშა დავიკავოთ. ამიტომ ავარჩიეთ ისეთი სეგმენტი, რომელიც ნატურალური პროდუქტების რეალიზაციაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, არ ვაპირებთ ყველა მაღაზია მოვიცვათ და მასობრივი გავხდეთ, მაგრამ ხარისხით აშკარად პირველები ვიქნებით, რაც ჩვენი კომპანიის თამამი განაცხადია. ამ სიტყვების მიღმა პროფესიონალიზმი და დიდი პასუხისმგებლობაა, რასაც ბოლომდე შევინარჩუნებთ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

Bushido-ს კიდევ ერთი პროდუქტი პრემიუმ ხარისხის ხსნადი ყავა და EGOISTE Nitros ენერგეტიკული შუშხუნა ყავაა, რომელიც გახლავთ იტალიური ბრენდ EGOIS CAFE -ს პროდუქტი.

ამდენად, მარცვლის დამუშავების ევროპული მეთოდი და დასავლური ტრადიციების ერთობლიობა ქმნის BUSHIDO-ს ყავას განსაკუთრებულს. Bushido-ს პროდუქცია წარმოებულია შვეიცარიაში.

ქართულ ბაზარზე პროდუქტი წარმოდგენილია ,,აგროჰაბში“, ,,ევროპროდუქტსა“ და ,,აგრო მენში“. Bushido-ს 100 გრამი ყავის მარცვლის ღირებულება საშუალოდ 30-50 ლარის ფარგლებშია. კომპანია ქართულ ბაზარზე სტაბილურად 10 ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები