დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
British Airways-ის შემოსვლით 7-8 საათით ვამცირებთ აშშ-სთან ფრენის დროს, იქიდან გამომდინარე, რომ დღეში 11 ფრენა აქვთ ნიუ-იორკის მიმართულებით - ირაკლი ქარქაშაძე

British Airways-ის შემოსვლით 7-8 საათით ვამცირებთ აშშ-სთან ფრენის დროს, იქიდან გამომდინარე, რომ დღეში 11 ფრენა აქვთ ნიუ-იორკის მიმართულებით - ირაკლი ქარქაშაძე

19-09-2024 14:42:00

British Airways-ის შემოსვლით 7-8 საათით ვამცირებთ აშშ-სთან ფრენის დროს, იქიდან გამომდინარე, რომ დღეში 11 ფრენა აქვთ ნიუ-იორკის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ზიარი კოდის ხელშეკრულების საფუძველზე American Airlines-ის საიტზე უკვე შესაძლებელია, ლონდონის გავლით, ნიუ-იორკი-თბილისის ავიარეისების მოძიება.

„ეს არის სრულიად ახალი სეგმენტი, ახალი ბაზარი. ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ვგეგმავთ სხვადასხვა კამპანიებს. ამის გარდა, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ British Airways-ის შემოსვლით ფაქტობრივად 7-8 საათით ვამცირებთ აშშ-სთან ფრენის დროს იქიდან გამომდინარე, რომ დღეში 11 ფრენა აქვთ ნიუ-იორკის მიმართულებით.  American Airlines-ის საიტზე უკვე შესაძლებელია, ლონდონის გავლით, ნიუ-იორკი-თბილისის მოძიება, რაც მცირედი, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯია. იმედს და სურვილს გამოვთქვამ, რომ როგორც ეს მოლაპარაკებები დავასრულეთ წარმატებით, ოდესღაც ასევე გვექნება შესაძლებლობა აშშ-სთან პირდაპირი ფრენების, თუმცა ჯერ აქამდე ადრეა საუბარი“,- თქვა ირაკლი ქარქაშაძემ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები