ბრაზილიაში მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბრაზილიაში 44,8 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა, რაც ამ ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი ტემპერატურა იყო.
ბრაზილიაში 19 ნოემბერს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მინას-ჟერაისის შტატის არაკუაის რეგიონში ტემპერატურის რეკორდი დაფიქსირდა.
არაკუაის რაიონში გაზომილი 44,8 გრადუსი ცელსიუსი იყო ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც ოდესმე დაფიქსირებულა ქვეყანაში, რამაც თავის მხრივ გადააჭარბა 2005 წელს დაფიქსირებულ 44,7 გრადუს ცელსიუსს.
ექსპერტები მაღალ ტემპერატურას „ელ-ნინოს“ მიერ გამოწვეულ ანომალიურ და გლობალურ კლიმატურ მოვლენას უკავშირებენ.
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა8 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა