დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
BRABANTIA – ჰოლანდიური ბრენდის უპირატესობები

BRABANTIA – ჰოლანდიური ბრენდის უპირატესობები

29-10-2023 13:42:36

გიზიარებთ. საინტერესო რჩევებს extra.ge-სგან. დახვეწილი, ელეგანტური დიზაინი, პრაქტიკულობა, სტილის და ხარისხის კომბინაცია ეს საყოფაცხოვრებო პროდუქციის მწარმოებელი ჰოლანდიური ბრენდის Brabantia-ს გამორჩეული ხელწერაა.

BRABANTIA – ᲨᲔᲥᲛᲜᲘᲚᲘᲐ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

საერთაშორისო ბრენდი ქმნის საოჯახო პროდუქტებს – სამზარეულოს აქსესუარებს, ნაგვის ურნებს, სამრეცხაო, საუთოო, და აბაზანისთვის განკუთვნილ პროდუქტებს. თითოეული ნივთი გამოირჩევა არა მხოლოდ დახვეწილი დიზაინით, არამედ მდგრადობით და კომფორტულობით რაც ყოველდღიურობას უკეთესს ხდის.

მნიშვნელოვანია, რომ Brabantia-ს ყველა პროდუქტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბრენდის მთავარ კონცეფციას, რომ Brabantia  შექმნილია ცხოვრებისთვის.

brabantia

BRABANTIA-Ს ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲔᲑᲣᲠᲔᲑᲔᲑᲘ

„ცოტათი უფრო ლამაზი, ცოტათი უფრო მხიარული და მდგრადი“ – ბრენდის შემქმნელებს სჯერათ, რომ ცხოვრებას განსხვავებულს ხდის დეტალები, ყველაფერი ერთად კი სამყაროს – უფრო ლამაზს. ამიტომ, Brabantia-ს ნებისმიერი პროდუქტის დიზაინზე წინასწარ არის ნაფიქრი. თითოეული აქსესუარი მართლაც იდეალურად ერწყმის მრავალი სახის ინტერიერს, ამასთან, კომპაქტურია და ზოგავს სივრცეს.

ᲰᲝᲚᲐᲜᲓᲘᲣᲠᲘ ᲑᲠᲔᲜᲓᲘᲡ ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘᲡ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲘ

მასალა, რომლისგანაც Brabantia-ს საყოფაცხოვრებო ნივთები იქმნება კოროზიისადმი მდგრადია, არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს PTFE და PFAS და სხვა ჯანმრთელობისთვის საზიანო მინარევს.

წარმოება ხდება უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით, შესაბამისად, ბრენდი ფლობს ხარისხის უამრავ სერტიფიკატს. ამჟამად, 1000-ზე მეტ პროდუქტს აქვს მოპოვებული ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები.

brabantia

BRABANTIA-Ს ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲔᲙᲝ-ᲑᲠᲔᲜᲓᲘᲡ ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ეკოლოგიური მდგრადობა, პლანეტასა და მომავალ თაობაზე ზრუნვა კომპანიის მთავარი მისიაა დაარსების დღიდან. ბრენდი ფლობს B Corp-ის სერტიფიკატსაც, რომელიც კომპანიებს ენიჭება ადამიანებსა და გარემოზე დადებითი ზემოქმედების შემთხვევაში.

კომპანიის პროდუქტების 94% ექვემდებარება ხელმეორედ გადამუშავებას, ხოლო აქედან 60% პროდუქტისგან შესაძლებელია ახალი, უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოება. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ Brabantia-ს საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენით არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნებ, არამედ საკუთარ წვლილს შეიტან პლანეტაზე ზრუნვის მნიშვნელოვან პროცესშიც.

brabantia


ჰოლანდიური ბრენდის ფართო ასორტიმენტიდან შენთვის სასურველი ნივთების შერჩევა ექსტრას ამ ბმულზე შეგიძლია.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები