დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბოლო წლებში აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა დინამიურად იკლებს

ბოლო წლებში აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა დინამიურად იკლებს

27-01-2024 15:00:00

ბოლო წლებში აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა დინამიურად იკლებს. სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში 552,848 აქტიური  საგადახდო საკრედიტო ბარათი იყო, რაც თვიურ ჭრილში 1%-ითაა შემცირებული, ხოლო წლიურ ჭრილში კი 3%-ით. 

დეკემბრის ბოლოსთვის ქვეყანაში აქტიური სსაგადახდო საკრედიტო ბარათებიდან VISA-ზე მთლიანი საკრედიტო ბარათების 24%-ია, ხოლო  Mastercard-ზე 13%-ი.

როგორც სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 134,698 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 70,332 ბარათი.

ხოლო 552,848 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა. 

თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2023 წლის დეკემბერში 2022 წლის დეკემბერთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 1%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 2%-ით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები