4 სექტემბერს Gastronome Group-ი ღვინის დეგუსტაციას მართავს, რომელსაც პაბლო ალვარეს ბოლადო წარუძღვება.
პაბლო Bodegas Valduero-ს ღვინის ქარხნის ბრენდ-ამბასადორია (ესპანეთი, რიბერა დელ დუერო).
„4 სექტემბერს შესანიშნავი შესაძლებლობა გექნებათ გაიგოთ მეტი ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღვინის რეგიონის-რიბერა დელ დუეროს შესახებ და დააგემოვნოთ საუკეთესო ღვინის ქარხნის ღვინოები“, - აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.
Valduero-ს ღვინოები მზადდება მხოლოდ საუკეთესო წლების მოსავლით (არ მზადდება 2013 და 2008 წლის მოსავლით).
ღვინოები სტაბილურად ყოველ წელს იღებს უმაღლეს შეფასებებს ყველაზე ცნობილი ღვინის კრიტიკოსებისგან - ვალდუერო არის მეორე ყველაზე დიდი დაბალ ბუჩქოვანი ვენახების მფლობელი კომპანია ესპანეთში
ის არის Ribera del Duero-ს ადგილწარმოშობის კანონის ერთ-ერთი ფუძემდებელი ღვინის სახლი.
იოლანდა, კომპანიის მთავარი მეღვინე და მფლობელი, არის D.O. Ribera del Duero-ს საბჭოს ყველაზე უხუცესი წევრი და ერთდერათი ქალი, რომელსაც აქვს რიბერა დელ დუეროს უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოების 40 წლიანი გამოცდილება.
ღონისძიება 4 სექტემბერს 19:30 საათზე დაიწყება და მასზე დასწრების ღირებულება 70 ლარია.
დეგუსტაცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
დელიკატესების მაღაზიებისა და რესტორნების ქსელი Gastronome 2019 წელს დაარსდა. დღეს Gastronome თბილისის სხვადასხვა უბანში წარმოდგენილია 6 მაღაზიით, სადაც 2500 დასახელების პრემიუმ ხარისხის დელიკატესები, კვების პროდუქტი და სასმელი იყიდება.
City Mall-ის სივრცეში დაგხვდებათ იტალიური რესტორანი Bistro by Gastronome, ვაჟა-ფშაველას მაღაზიის სივრცეში კი პრემიუმ კლასის რესტორანი Argentinian Steakhouse by Gastronome.
ასევე ძველ თბილისში - ქართული თემატიკის რესტორანი "თამარა" და საუკეთესო აზიური კერძების რესტორანი ZEN. გარდა ამისა ჩვენი კონცეპტუალური შოურუმი Kitchen & Living - ვაჟა-ფშაველას გამზირზე.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი