დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ბლაუენშტაინის" ასორტიმენტიდან რომელი პროდუქტები უხდება შემოდგომას ყველაზე მეტად

,,ბლაუენშტაინის" ასორტიმენტიდან რომელი პროდუქტები უხდება შემოდგომას ყველაზე მეტად

29-10-2023 15:39:17


ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღო ხორცპროდუქტების საწარმო ,,ბლაუენშტაინი", წელიწადის დროებს თუ ჩავთვლით, ყველა სეზონზე აქტიურია.  როგორც „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორი თათია არაბიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ერთადერთი გამონაკლისი მარხვის სეზონს უკავშირდება, როცა მოთხოვნა მეტნაკლებად იკლებს. თუმცა ხარისხით და გემოვნური თვისებებით გამორჩეული პროდუქცია ქართულ ბაზარზე დიდი მოწონებით სარგებლობს.
რაც შეეხება შემოდგომისთვის დამახასიათებელ კერძს და არომატს, რომელიც სეზონს ყველაზე მეტად უხდება და ინტერესიც დიდია, ქეზექრაინერია ანუ ყველიანი სოსისები.
,,ბლაუენშტაინი" ორასზე მეტი დასახელების ხორცპროდუქტით არის წარმოდგენილი. თუმცა, რაკი შემოდგომის ასორტიმენტზე ვსაუბრობთ, გამოვყოფ ქეზექრაინერს, რომელიც უნიკალური და განსაკუთრებულ გემოს მქონე პროდუქტია და სეზონს ძალიან უხდება. ამ პერიოდში იგი ჩვენი ასორტიმენტიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. მარხვის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, ჩვენს პროდუქტს სეზონურობა არ ახასიათებს, ყოველთვის დიდია მოთხოვნა.  მიმდინარე პერიოდშიც რეალიზაცია სტაბილურად აქტიურია, 100%-ით ნატურალურ და უვნებელ პროდუქციას ვაწარმოებთ, რაც მთავარი უპირატესობაა, რითაც ,,ბლაუენშტაინი" იზიდავს მომხმარებლებს", - ამბობს თათია არაბიძე.
ამ ეტაპზე ,,ბლაუენშტაინი" სამი ობიექტით არის წარმოდგენილი თბილისში: ფალიაშვილზე, წერეთელსა და აღმაშენებლის ხეივანზე. 
ფერმიდან მომხმარებლის კალათამდე სრულ ჯაჭვს კომპანია თვითონ აკონტროლებს, ამ მხრივ წარმოება გამორჩეულია. 
ცნობისთვის, „ბლაუენშტაინის“ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები ონის რაიონის სოფელ შარდომეთში მდებარეობს. ის პირველი კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს დავარგებული ხორცი შესთავაზა.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები