დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას, „Starring Georgia-ს“ იწყებს

„Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას, „Starring Georgia-ს“ იწყებს

20-04-2023 21:24:50

„Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას, „Starring Georgia-ს“ იწყებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, „Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - „Starring Georgia“ - იწყებს. კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები:

  • „Nile Rodgers & Chic“ -  5 აგვისტო (Black Sea Arena)
  • „FKJ“ - 6 აგვისტო (Black Sea Arena)
  • „Damian Lazarus“  - 10 აგვისტო (The Social Space)
  • „The Killers“ - 15 აგვისტო (Black Sea Arena)
  • „All Day I Dream“ - 18 აგვისტო (The Social Space)
  • „Imagine Dragons “ - 31 აგვისტო (მიხეილ მესხის სტადიონი)

 

დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან ეტაპობრივად, ვებგვერდზე - BSA.ge - დაიწყება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები