საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2023 წლის I კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი შემდეგი ხუთი ფაქტორია:
მოცემულ კვარტალში, პრობლემათა შორის პირველი ადგილი სამართლებრივმა და ადმინისტრაციულმა ბარიერებმა დაიკავა (აღნიშნულ პრობლემას კომპანიათა 50% ასახელებს ხელის შემშლელად).
სექტორებს შორის, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ყველაზე მეტად მომსახურების სექტორის კომპანიებისთვის (65%) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი მრეწველობის სექტორისთვის (22%).
საწარმოს ზომის მიხედვით, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (65%-მა დაასახელა ხელის შემშლელად) .
2023 წლის I კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 48%-მა დაასახელა.
სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავე მრეწველობის სექტორისთვისაა (89%), ხოლო ყველაზე ნაკლებად _ ვაჭრობის სექტორისთვის (30%).
საწარმოთა ზომის მიხედვით, აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად საშუალო ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (55%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).
2023 წლის I კვარტალში, სამუშაო ძალის ნაკლებობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 47%-მა დაასახელა.
სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავე მშენებლობის სექტორისთვისაა (64%).
საწარმოთა ზომის მიხედვით, სამუშაო ძალის ნაკლებობა ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (68%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).
2023 წლის I კვარტალში, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 30%-მა დაასახელა.
სექტორებს შორის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორის კომპანიებისთვის (44%) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი მომსახურების სექტორისთვის (19%).
საწარმოს ზომის მიხედვით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად საშუალო ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (35%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).
2023 წლის I კვარტალში, შეზღუდული ფინანსური რესურსები ხელის შემშლელად გამოკითხულ კომპანიათა 17%-მა დაასახელა.
შეზღუდული ფინანსური რესურსები, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი, ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორის (44%) მიერ ფიქსირდება. საწარმოთა ზომის მიხედვით, შეზღუდული ფინანსური რესურსების პრობლემა უმეტესად მსხვილი ზომის კომპანიებს აქვთ (19%).
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების1 მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნეს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ. პიემსი კვლევითი ცენტრი BAG ინდექსს აქვეყნებს ყოველკვარტალურად.
უახლესი
16 საათის წინ
„ქართული კალათა“ საწარმოს გახსნას გეგმავს16 საათის წინ
ქართული რაგბის არქიტექტორი