ბიტკოინის კურსმა შესაძლოა წელს 50 000 დოლარს მიაღწიოს, 2024 წლის ბოლოს კი 120 000 დოლარს გადააჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი Standard Chartered Bank-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბანკის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ სიტუაციამ შეიძლება წაახალისოს მაინერები მეტი კრიპტოვალუტის დაგროვებისკენ. ამავდროულად, ბანკმა ადრე იწინასწარმეტყველა, რომ ბიტკოინის კურსი 2024 წლის ბოლოს იქნებოდა $100,000 დონეზე.
„კრიპტოვალუტის ბაზარზე უფრო პოზიტიური დინამიკის გათვალისწინებით, ამ პროგნოზს შეიძლება დაემატოს 20%,“ - თქვა ბანკის ვალუტის ანალიტიკოსმა ჯეფ კენდრიკმა.
უახლესი
19 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა