დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიტკოინის AML შემოწმების პროცესი და მისი მნიშვნელობა

ბიტკოინის AML შემოწმების პროცესი და მისი მნიშვნელობა

26-09-2024 15:12:00

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი, მისი დეცენტრალიზებული ბუნების გამო არაერთხელ იყო ჩართული არალეგალურ საქმიანობებში, ის მაინც ვერ შეედრება ფულის გათეთრების ოპერაციებს, რომელიც დაკავშირებულია ნაღდ ფულთან. 2019 წლის მონაცემებით, მხოლოდ 829 მილიონი დოლარი BTC-ში დაიხარჯა dark web-ზე, რაც ბიტკოინის ყველა ტრანზაქციის 0.5%-ს შეადგენს. თუმცა, საქართველოში კრიპტო ინდუსტრიის განვითარების და მრავალი ინსტიტუციური მოთამაშის ჩართვის ფონზე, ბიტკოინის ტრანზაქციების უსაფრთხოების საჭიროება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება.

როგორ გამოიყენება კრიპტო ფულის გათეთრებისთვის

ფინანსური კრიმინალები იყენებენ BTC- და სხვა კრიპტო აქტივებს უკანონო საქმიანობების დასაფარად და სახსრების წარმოშობის დასამალად. ბიტკოინის ქსელში ტრანზაქციები ანონიმურია, რაც თაღლითებს უადვილებს ფულის გათეთრების სქემების შექმნას და უხილავად დარჩენას. თუმცა, ფულის გათეთრების პრინციპები, რომლებიც მოქმედებს ნაღდ ფულზე, იგივეა კრიპტოვალუტაზეც. აქ არის ფულის გათეთრების გავრცელებული პრაქტიკა:

  • Tumblers - შერევის სერვისები "ბინძურ" კრიპტოვალუტას ანაწილებს, აგზავნის სხვადასხვა მისამართზე და შემდეგ აერთიანებს მას, რათა შეიქმნას "გათეთრებული" ფული.
  • დაურეგულირებელი ბირჟები - კრიმინალების მიერ  გამოყენებულია ხოლმე კრიპტო ბირჟა, რომელზეც არ არის კრიპტოვალუტის AML შემოწმება, ხდება მრავალჯერადი კრიპტო ვაჭრობა, რომ  საბოლოოდ "სუფთა"  ბიტკოინი გაიტანონ.
  • Peer-to-peer ქსელები - კრიმინალები იყენებენ დეცენტრალიზებულ ქსელებს თანხების საზღვრებს გარეთ გასაგზავნად.
  • აზარტული თამაშები - კრიპტო ტრანზაქციები ონლაინ თამაშებისა და აზარტული თამაშების საიტებზე შეიძლება გამოყენებულ იქნას ფულის გათეთრებისთვის.   

ამ სქემებით გათეთრებული ფულის უმეტესი ნაწილი საბოლოოდ "სუფთავდება" და გადაეცემა პლატფორმებს ისეთ ქვეყნებში, სადაც AML წესები მკაცრად არ რეგულირდება. შემდეგ ისინი კონვერტირდება ადგილობრივ ვალუტაში და გამოიყენება შემდგომი მიზნებისთვის, უჩინარი და "სუფთა" სახით.

AML პროცესები ბიტკოინის ტრანზაქციებისთვის

ბიტკოინის AML შესაბამისობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

მომხმარებლის შესწავლა და კრიპტო მისამართის AML შემოწმება. AML შემოწმება იწყება CDD პროცესით, სადაც კრიპტო სერვისის პროვაიდერები აგროვებენ და ამოწმებენ მომხმარებლის ინფორმაციას. ეს მოიცავს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა სახელი, მისამართი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა დადგინდეს BTC ტრანზაქციებში მონაწილე მომხმარებლის ვინაობა.

ტრანზაქციების მონიტორინგი. ტრანზაქციების უწყვეტი თვალყურის დევნება AML შემოწმების ძირითადი ნაწილია. ავტომატური სისტემები აანალიზებენ ტრანზაქციების შაბლონებს, თანხებს და სიხშირეს, რათა გამოავლინონ საეჭვოა თუ არა ეს კრიპტო ტრეიდინგი.

სახსრების წყაროს შემოწმება. სახსრების წარმოშობის ლეგიტიმურობის შემოწმება აუცილებელია ფულის გათეთრების თავიდან ასაცილებლად. AML შემოწმება მოიცავს ბიტკოინის ტრანზაქციებში გამოყენებული სახსრების წარმოშობის დეტალურ შესწავლას.

კრიპტო ვალუტა საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და, მიუხედავად მრავალი უპირატესობისა, მას აქვს გარკვეული ხარვეზები, რომლებსაც თაღლითები ფინანსური სქემების შესაქმნელად იყენებენ. ფულის გათეთრება მხოლოდ კრიპტო ინდუსტრიის პრობლემა არ არის. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ფულის გათეთრების სქემებით ნაღდი ფულით გამოწვეული ზიანი გაცილებით დიდია, ვიდრე კრიპტოს შემთხვევაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ  საკითხი არ უნდა დარეგულირდეს. AML მექანიზმების წყალობით, კრიპტო ბირჟებს და ბიზნესებს შეუძლიათ უკანონო ქმედებების მონიტორინგი და შესაბამისი ორგანოებისთვის გადაცემა შემდგომი გამოძიებისთვის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები