დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე ვერტიკალური და ხელოვნური გამწვანების სერვისი დავამატეთ -  „ანემონე“

ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე ვერტიკალური და ხელოვნური გამწვანების სერვისი დავამატეთ - „ანემონე“

22-10-2024 11:00:00

ცოცხალი მცენარეების მაღაზია-სალონი Anemone • ანემონემ სერვისი გააფართოვა და მომხმარებლებს ქოთნის მცენარეებთან ერთად თაიგულები შესთავაზა.

7 წელია, რაც ,,ანემონე“ ქვეყანაში ამკვიდრებს მცენარეების ქოთნით ჩუქების კულტურას - სწორედ ეს წარმოადგენს კომპანიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანი არველაძე Business Insider Georgia -ამბობს, „ანემონეს" გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს მწვანე და ჯანსაღი გარემოს შექმნაში, ამიტომ მუდმივად ცდილობს საინტერესო და ღირებული პროექტების შექმნას.

ანი არველაძის განცხადებით, 2024 წელი კომპანიისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. 

„საცალო ბაზარზე გამოვიტანეთ თაიგულები. გვაქვს, როგორც ბიუჯეტური ისე ძვირადღირებული ყვავილები. თაიგულების ფასები 10 ლარიდან იწყება და ყვავილების რაოდენობისა და დასახელების მიხედვით იცვლება.  ასევე წელს დავამატეთ სერვის ოფისების ვერტიკალური გამწვანება. 2024 წელი იყო გამორჩეული. მოთხოვნიდან გამომდინარე, დავამატეთ ხელოვნური გამწვანების სერვისი“, - განაცხადა ანი არველაძემ. 

მისი თქმით, ბრენდის გაყიდვები წლიდან-წლამდე იზრდება. გაყიდვები წლიდან-წლამდე იზრდება.

„ანემონეს“ შექმნის დღიდან ჰქონდა კონცეფცია „აჩუქე მცენარე ქოთნით“. ამაზე მეტყველებს როგორც საცალო ისე კორპორაციული გაყიდვები, ჩვენი მომხმარებლებისა და კომპანიების უმეტესობა საჩუქრად ირჩევენ მცენარეს“, - ამბობს ანი არველაძე.  

„ანემონეში“ 250-მდე სხვადასხვა სახეობის მცენარეა. კოლექცია მუდმივად განიცდის განახლებას. ამ ეტაპზე კომპანიაში 7 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები