დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზისბანკი მარჯანიშვილის თეატრის  96_ე სეზონის გენერალური სპონსორია

ბაზისბანკი მარჯანიშვილის თეატრის 96_ე სეზონის გენერალური სპონსორია

15-02-2024 12:34:00

ბაზისბანკი უკვე მესამე წელია კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისგენერალური სპონსორია და აღნიშნული პარტნიორობა თეატრის 96_ე სეზონზეც აქტიურად გაგრძელდება.

ბაზისბანკსა და მარჯანიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობის პერიოდში, მარჯანიშვილის თეატრს დაგეგმილი აქვს რამდენიმე პრემიერა. ახლო მომავალში გაიმართება რეჟისორ ციცინო კობიაშვილის  სპექტაკლის „უცნაური მისის სევიჯის„ საპრემიერო ჩვენება. უცნაური მისის სევიჯი“ ლირიული კომედიაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ სცენაზე დაიდგა. მარჯანიშვილის თეატრი ამ პიესის მოტივებზე აგებულ სპექტაკლს შესთავაზებს მაყურებელს. მარჯანიშვილის თეატრს, წლის განმავლობაში, ასევე დაგეგმილი აქვს რამდენიმე რეგიონალური და საერთაშორისო გასტროლი.

‘’მარჯანიშვილის თეატრი აქტიურად განაგრძობს პროექტების და სპექტაკლების დაგეგმვა-განხორციელებას.სეზონის დასრულებამდე იგეგმება ორი პრემიერა, კერძოდ, ქართველი რეჟისორის, ციცინო კობიაშვილისა და ამერიკელი რეჟისორის, ადრიან გიურგეას ჩვენებები. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ნახსენები სპექტაკლებიკულტურის სამინისტროსა და ბაზისბანკის მხარდაჭერით განხორციელდება. მარჯანიშვილის თეატრის  შემოქმედებითი კოლექტივი მადლობას უხდის ბაზისბანკს თანამშრომლობისთვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს პარტნიორობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქართული თეატრის განვითარებისთვის.“ - მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თინათინ კალატოზიშვილი.

„ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ქართული კულტურის ატიური მხარდამჭერია. მოხარულები ვართ, რომ მარჯანიშვილის თეატრთან კვლავ ვაგრძელებთთანამშრომლობას და ვთვლით, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, რათა მეტად განვითარების შესაძლებლობა მივცეთ ქართულ კულტურას. აღნიშნული თანამშრომლობით კი ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქმეში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, წარმატების მომტანი იქნება მარჯანიშვილის თეატრისთვის და ბევრ საინტერესო ერთობლივ პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს.“ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები