ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი „წერტი“ მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. კერძოდ, ბაზარზე პირველად „წერტის“ ნახევარფაბრიკატების ვენდინგ აპარატი გამოჩნდა, რომელიც თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე განთავსდა და მსურველებს პროდუქციის შესყიდვა 24/7-ზე შეეძლებათ.
„წერტის“ ვენდინგის აპარატი არის ინოვაციური პროექტი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში არის სიახლე. ამით ჩვენ მომხმარებლებს ვუმარტივებთ შოპინგის პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ „გლოვოსა“ და „წერტის“ კოლაბორაციით, შეიქმნა ისეთი აპარატი, რომელიც მომხმარებლებს 24/7-ზე მისცემს ონლაინ გამოიძახოს „წერტის“ ნახევარფაბრიკატები, ასევე მოვიდეს და ადგილზე ვენდინგ აპარატიდან შეიძინოს“, - აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, კომპანია „წერტი“, რომელიც თბილისში საცალო გაყიდვებისა და ნახევარფაბრიკატების წარმოების წერტილს წარმოადგენს, „აგროქიზიყის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ფერმებსა და ცხოველთა კვების წარმოებას ფლობს.
კომპანია ხორცისა და ხორცპროდუქტების ნახევარფაბრიკატებს 2019 წლიდან აწარმოებს. 2020 წლიდან კი, საკუთარ რძის საწარმოში სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტების წარმოება დაიწყო.
უახლესი
3 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო3 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი