მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების 25% VISA-ს, ხოლო 17% Mastercard-ს ეკუთვნის.
მარტის მონაცემებით, მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 569 572 ერთეული შეადგინა, საიდანაც 144 092 ბარათი VISA-ს, ხოლო 94 088 Mastercard-ს (EC/MC) კუთვნილებაა.
სებ-ის მონაცემებით, საკრედიტო ბარათების სეგმენტში ბაზრის 58%-ს სხვადასხვა სისტემების საკრედიტო ბარათების აკონტროლებენ, რომელთა მთლიანი ჯამი 331 392 ერთეული საკრედიტო ბარათია.
ირკვევა, რომ მარტში თებერვალთან შედარებით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობა 0,1%-ით შემცირდა.
უახლესი
6 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა