ცოცხალი მცენარეების მაღაზია-სალონი Anemone • ანემონეს“ მფლობელი ანი არველაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე პროფესიონალი მებაღეების დეფიციტია.
„კადრების დეფიციტი არის, რადგან ცოტა პროფესიონალი გვყავს. ერთად-ერთი საპატრიარქოსთან არსებული უნივერსიტეტია, სადაც ასწავლიან სპეციალობა მებაღეობას. ჩვენი კომპანიის „ოქროს მებაღეები“ სულ დაკავებულები არიან“, - ამბობს ანი არველაძე.
მისი ინფორმაციით, „ანემონემ“ დაამატა ბაღის მოვლის სერვისიც და გამოიკვეთა, რომ პროფესიონალი მებაღის მომსახურებაზე მოთხოვნა მზარდია.
„მცენარეს სჭირდება სპეციფიკური მოვლა, როცა კომპანიას ვამწვანებთ მოვლის სერვისსაც ვთავაზობთ“, - ამბობს მეწარმე.
ცოცხალი მცენარეების მაღაზია-სალონი Anemone ადგილობრივ ბაზაზე 7 წელია ოპერირებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანი არველაძე Business Insider Georgia -ამბობს, „ანემონეს" გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს მწვანე და ჯანსაღი გარემოს შექმნაში, ამიტომ მუდმივად ცდილობს საინტერესო და ღირებული პროექტების შექმნას.
უახლესი