2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საავტომობილო საწვავის ბაზარზე კონკურენციის კუთხით ვითარება ნორმალიზებული და ბევრად ჯანსაღია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ბაზარზე დღეს არსებული ფასები სრულ თანხვედრაშია მსოფლიო ტენდენციებთან.
„ბოლო რამდენი თვეა, მსოფლიოში ყველა ტიპის ნავთობზე ფასების ზრდა ფიქსირდება. საქართველო 100%-ით იმპორტიორი ქვეყანაა და შესაბამისად საერთაშორისო ფასებს ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. კომპანიების მარჟები გასული წლისგან განსხვავებით მინიმალური და ოპტიმალურია, ასევე მცირეა კონტრასტი ერთი და იგივე ტიპის საწვავზე, მაგალითად რეგულარის ტიპის საწვავზე მსხვილ და მცირე ქსელებს შორის. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დროისთვის რაიმე არასაბაზრო და ხელოვნურ ეფექტებს ადგილი არ აქვს“, - ამბობს ლექვინაძე Business Insider Georgia-სთან.
საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგს კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2018 წლის ივლისიდან ახორციელებს.
უახლესი
8 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება