დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბავშვობის გატაცებიდან ავტომობილების კოლექციონერობამდე - „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება

ბავშვობის გატაცებიდან ავტომობილების კოლექციონერობამდე - „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება

05-08-2024 15:35:00

ბავშვობის გატაცება - ჰობად, ჰობი კი ხშირად რეალობად იქცევა. ასე მოხდა გაგა კოხრეიძის შემთხვევაშიც. ავტომობილებით ადრეულ ასაკში დაინტერესდა და მალევე საკუთარი პირველი საკოლექციო მანქანა 700$-ად შეიძინა. მოგვიანებით  ავტომობილის მოვლა მისთვის ხელოვნებად იქცა.

სწორედ გაგა კოხრეიძეა „თეგეტა მოტორსის“ ზაფხულის კამპანიის მორიგი გმირი. „ავტომობილის მოვლის ხელოვნება“ - კამპანიის ფარგლებში გადაღებული ვიდეოსერიით კომპანიას სურს, მომხმარებლამდე მიიტანოს ემოცია, რომელიც ავტომობილის მოვლას უკავშირდება და დაანახოს, რომ ავტომობილზე ზრუნვა მხოლოდ ხარჯების გაღებასა და დისკომფორტთან არ ასოცირდება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები