დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბავშვები, რომლებიც ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში იღებდნენ მომსახურებას, დაფინანსებას ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ - კალაძე

ბავშვები, რომლებიც ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში იღებდნენ მომსახურებას, დაფინანსებას ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ - კალაძე

14-09-2023 14:20:22

ბავშვები, რომლებიც ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში იღებდნენ მომსახურებას, სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან და დაფინანსებას ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე მედიასთან განაცხადა. 
„გუშინ მივიღეთ წერილი, რომ შენობის ავარიულობიდან გამომდინარე ცენტრი ვერ გააგრძელებს მუშაობას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დგას ბავშვების უსაფრთხოება. ისინი, ვინც აღნიშნულ ცენტრში იღებდნენ მომსახურებას, სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან, ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ დაფინანსებას და არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები