ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ქალაქში მიმდინარე წელს საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის 7 374 პირი დაჯარიმდა.
ინსპექცია უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგს ყოველდღიურად ახორციელებს.
უბილეთო მგზავრობა 20 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. ამასთან, მგზავრი ვალდებულია საფასური ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს.
უახლესი