ბათუმში Startup Investment Forum-ი გაიმართა. ფორუმზე სტარტაპებმა თავიანთი გამოცდილების შესახებ პრეზენტაციები გამართეს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ უჩა სურმანიძემ აჭარის საინვესტიციო და ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრა. უჩა სურმანიძემ ბიზნესის წარმომადგენლებს, ბიზნესის ხელშეწყობის პროექტები და საპრივატიზაციო ობიექტები გააცნო.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ბათუმის ტექნოპარკის ინიციატივით და აქსელის (საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი) ორგანიზებით, ფორუმი, ბათუმში, წელს მეორედ ტარდება და შეხვედრის მიზანი აჭარაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობაა.
უახლესი
16 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება