ბათუმი ევროპის მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ითვალისწინებს შადრევნის რეაბილიტაციას, ახალი გარეგანათებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას, დეკორატიული ფილების, ბორდიურებისა და მოაჯირების მონტაჟს.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა გამწვანებული სივრცეები, სარწყავი სისტემა, განთავსდება საპარკო ინვენტარი და დაირგვება მწვანე ნარგავები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება, რისთვისაც მილიონ 320 ათას ლარამდე დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ ევროპის მოედანზე გასულ წელს უკვე დასრულდა მედეას ქანდაკების რესტავრაცია, რისთვისაც 442 ათას ლარზე მეტი გამოიყო.
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ევროპის მოედნის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ბათუმის მერთან ერთად ადგილზე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი აკაკი ბერიძე იმყოფებოდნენ.
უახლესი
53 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია