დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში, დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი, „გრანდ მოლი“ იხსნება

ბათუმში, დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი, „გრანდ მოლი“ იხსნება

04-10-2023 14:00:14

6 ოქტომბერს ბათუმში, დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი, Grand Mall • გრანდ მოლი იხსნება.

როგორც Business Insider Georgia-ს „გრანდ მოლის“ ადმინისტრაციაში განუცხადეს, სავაჭრო ცენტრი 100-ზე მეტ ბრენდულ მაღაზიას (Zara, Mango, Massimo Dutti, Stradivarius, Armani Exchange, Guess, GANT, Tommy Hilfiger, Lacoste და სხვა), კვების ობიექტებს (Pizza Hut, რომელიც საქართველოში პირველად შემოდის), McDopnalds, Wendys, Dunkin Donut, Big Sheffs, Tokyo House და სხვა), კინოთეატრს (Cavea), ფიტნეს კლუბს (Octopus - თბილისის ფილიალი), ბავშთა გასართობ ცენტრს და ბოულინგს გააერთიანებს. 

„გრანდ მოლი“ იმუშავცებს ყოველ დღე 10:00-დან 22:00 საათამდე. 

გახსნის დღეს, ანუ 6 ოქტომბერს სავაჭრო ცენტრი პირველ ვიზიტორებს შესთავაზებს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებებს 10%-დან 50%-მდე. ასევე, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის აქტივობა: მუსიკალური ნომრები, ფოტო ზონები, მასტერკლასები.

„გრანდ მოლი“ მდებარეობს ქალაქის ყველაზე ტურისტულად დატვირთულ ზოლში, ბათუმის შავი ზღვის სანაპიროზე. მას ექნება მნიშვნელოვანი გავლენა რეგიონის განვითარების კუთხით, რომელიც შექმნის 1000-ზე მეტი ახალ სამუშაო ადგილს. 

შენობის კონცეფცია და დიზაინი შემუშავებულია პროფესიონალი კომპანიების მიერ, რომელთა გამოცდილება ათწლეულებს ითვლის ევროპის სავაჭრო ცენტრების განვითარებასა და მართვაში.

სავაჭრო ცენტრის არქიტექტურა გამორჩეულია მრავალი თვალსაზრისით. განხორციელებული ინვესტიციის პროცესში გამოყენებულია ყველაზე მოწინავე საინჟინრო გადაწყვეტილებები, რომლებიც მორგებულია კონკრეტულად სავაჭრო და გასართობი ცენტრის სამუშაო მოთხოვნილებებზე.  შენობის ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად დანერგილია შესაბამისი ტექნოლოგიური მეთოდები, რაც ელექტროენერგიის სტანდარტულ გამოყენებას ამცირებს 35%-ით.

სავაჭრო ცენტრი, სადაც მთლიანი სალიზინგო ფართი 24000 კვადრატულ მეტრზე მეტია,   შედგება 5 სართულისგან. პირველ 4 სართულზე განთავსებულია სავაჭრო ობიექტები, ხოლო მინუს სართულზე ავტოსადგომი 150 ავტომანქანაზე“, - აცხადებენ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში. 

აღსანიშნავია ისიც, რომ „გრანდ მოლი“ გახდა DAR HOLDING GROUP-ის წევრი, რომელიც მოიცავს ისეთ ბიზნესებს, როგორიცაა ჰიპერმარკეტების ქსელი Modus (წარმოდგენილი ექვსი ფილიალით თბილისში და ბათუმში), სამშენებლო და დეველოპერული კომპანია (Dar Building), სასტუმრო ბიზნესი (Era Palace Hotel /Ramada Hotel) და სამშენებლო მასალების წარმოება (Dar Capital).

1999 წლიდან DAR HOLDING GROUP არის წარმატებული სამშენებლო კომპანია, რომელიც ასევე ეწევა სამშენებლო და სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობას ქართულ ბაზარზე; კომპანია რომელიც აერთიანებს 1200-ზე მეტ თანამშრომელს და ოპერირებს 250 მილიონი ქართული ლარის ოდენობის მთლიანი წმინდა ბრუნვით. კომპანიის დასრულებული ან მშენებარე პროექტები გამოირჩევა მასშტაბურობით, მრავალფეროვნებით, ინოვაციური მიდგომებითა და თანამედროვე არქიტექტურით.

წარმატებული სამშენებლო ბიზნეს პროექტები კიდევ უფრო ამბიციური გეგმების შემუშავების საშუალებას იძლევა. სამომავლოდ კომპანია მიზნად ისახავს გაფართოვდეს, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს საქართველოში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები