დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში, ასევე მუნიციპალიტეტში უნდა განვავითაროთ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა - თორნიკე რიჟვაძე

ბათუმში, ასევე მუნიციპალიტეტში უნდა განვავითაროთ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა - თორნიკე რიჟვაძე

06-04-2023 09:00:14

ადგილობრივ, ასევე უცხოურ ინვესტორებს აქვს სრული ნდობა, რომ მათი კაპიტალი დააბანდონ ჩვენს ქვეყანაში, - აცხადებს  აჭარის მთავრობის მეთაურმი, რომელიც დღეს რეგიონის ფინასთა და ეკონომიკის მინისტრს შეხვდა. 

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა და 2025 წლისთვის 1 მლრდ ლარს მიაღწევს. 2022 წელს აჭარას 3.9 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა და აჭარის მთავრობის მიზანს 2025 წლისთვის ვიზიტორთა რაოდენობის 6 მილიონამდე გაზრდა წარმოადგენს.

„ზრდა გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში, რაც მოწმობს, რომ ქვეყანა, რეგიონი ინარჩუნებს სტაბილურ ბიზნეს გარემოს. როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ინვესტორებს აქვს სრული ნდობა, რომ მათი კაპიტალი დააბანდონ ჩვენს ქვეყანაში და კერძოდ, ჩვენ რეგიონში, რაც თითოეული აჭარაში მცხოვრები ოჯახის შემოსავლების ზრდაზე აისახება. ტურიზმი ინარჩუნებს პრიორიტეტულ მიმართულებას. ამიტომ, ყველგან, როგორც ბათუმში, ასევე მუნიციპალიტეტში უნდა განვავითაროთ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი მოვიზიდოთ“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 წუთის წინ

26 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები