დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციები 81%-ით გაიზარდა

ბათუმში ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციები 81%-ით გაიზარდა

18-07-2023 13:38:55

2023 წლის პირველ ნახევარში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 9%-ით, 8,160 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 18%-ით გაიზარდა და 361 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

Colliers Georgia-ს მონაცემის თანახმად, ბათუმში იანვარ-ივნისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა.

ბათუმში წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, მნიშვნელოვნად, 81%-ით გაიზარდა. მედიუმ ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით, ეკონომ სეგმენტში კი 3%-იანი კლება ფიქსირდება.

ბათუმში 2023 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 920 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 13%-ით, 735 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები