დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში ახალაშენებული ბინების ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ/მ-ზე 984 დოლარი შეადგინა

ბათუმში ახალაშენებული ბინების ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ/მ-ზე 984 დოლარი შეადგინა

14-09-2023 18:31:17

2023 წლის აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 11%-ით, 1,422 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 17%-ით შემცირდა და 56 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

როგორც Colliers Georgia-ში განმარტავენ, ბათუმში 2023 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 41%-იანი კლება დაფიქსირდა.

აგვისტოში ბათუმში ახალაშენებული მედიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 29%-ით შემცირდა. პრემიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შემცირდა, ხოლო ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 984 აშშ დოლარი შეადგინა.

ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ით, 728 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები