დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში ახალაშენებული ბინები 7%-ით გაიზარდა და კმ/მ-ზე 940 დოლარი შეადგინა

ბათუმში ახალაშენებული ბინები 7%-ით გაიზარდა და კმ/მ-ზე 940 დოლარი შეადგინა

17-10-2023 10:00:19

2023 წლის სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 31%-ით, 1,163 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 30%-ით შემცირდა და 53 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

Colliers Georgia-ს ინფორმაციით, ბათუმში სექტემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 32%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 20%-იანი კლება დაფიქსირდა.

ბათუმში 2023 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 7%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 940 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 13%-ით, 751 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები