2024 წლის აპრილში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აპრილთან შედარებით 7%-ით, 1,263 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 26%-ით გაიზარდა და 67 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
Colliers Georgia-ს ინფორმაციით, ბათუმში 2024 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ბათუმში 2024 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 12%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,155 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 1%-ით, 682 აშშ დოლარამდე შემცირდა.
ცნობისათვის, 2024 წლის აპრილში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 38%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის აპრილთან შედარებით მაჩვენებელი 4%-ით არის გაზრდილი.
უახლესი