ბათუმში, 2022 წელს სანებართვო პირობების დარღვევითა და უნევართვოდ განთავსებული 238 სარეკლამო ბანერისა და კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა.
ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
„აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში დამატებით შესაძლებელია უცხოურ ენაზე, თუმცა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენას.
დარღვევის დაფიქსირების შემდგომ დგება საჯარიმო ოქმი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული პირი 3000 ლარით ჯარიმდება. იგივე ქმედების განმეორება ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. ხოლო უნებართვოდ გარე რეკლამის განთავსება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობითა და ნივთის კონფისკაციას“, - აცხადებენ უწყებეში.
უახლესი