ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტი არის 100%-ით კერძო ინვესტიცია და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც არა მხოლოდ ბათუმს, რეგიონს და ქვეყანასაც სხვა სტატუსს შესძენს, - ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.
ამასთან, ბათუმის მერმა აღნიშნა, რომ ბათუმის ხელოვნური კუნძული დიდ მგრძნობელობას შექმნის ეკონომიკაში, როგორც ტურისტების, ისე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ – უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ბათუმის ზღვისპირის სივრცეში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტის მიხედვით კუნძულზე მოეწყობა საზოგადოებრივი პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, აკვაპარკები, სასეირნო პრომენადები, ზღვისპირა ბულვარი, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმრო და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები. კონცეფცია ითვალისწინებს, მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვას და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოებას, რაც ქალაქის არსებული განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.
უახლესი
5 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა