დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბანკისთვის და ჩემთვის პირადადაც განათლება არის შესაძლებლობა, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადადგას დიდი ნაბიჯები - არჩილ გაჩეჩილაძე

ბანკისთვის და ჩემთვის პირადადაც განათლება არის შესაძლებლობა, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადადგას დიდი ნაბიჯები - არჩილ გაჩეჩილაძე

16-07-2024 19:15:00

საქართველოს ბანკის რიგით 23-ე იდეათეკა დაბა მანგლისის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიხსნა. 

,,დღეს მანგლისში საჯარო ბიბლიოთეკის სივრცეში გაიხსნა ეს შესანიშნავი იდეათეკა. ეს არის 23-ე რიგით უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით რაც საქართველოს ბანკმა და ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ამ შემთხვევაში დავით ბეჟუაშვილთან GIG ჰოლდინგთან ერთად გავაკეთეთ ეს შესანიშნავი სივრცე, როგორც ნახეთ ეს არის ფერადი ლამაზი კარგი სივრცე და დარწმუნებული ვარ როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ეს გახდება აქაური ახალგაზრდობისთვის საყვარელი ადგილი სადაც შეეცნობიან, გაიგებენ წაიკითხავენ ძალაინ ბევრ წიგნს და ერთად გაატარებენ კარგ დროს. ბანკისთვის და ჩემთვის პირადადაც განათლება არის ის შესაძლებლობა რომლის გამოყენებითაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს რომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგას როგორ პიროვნული განვითარების კუთხით ასევე კარიერული განვითარების კუთხოთ. ჩემთვისაც ესე იყო ჩემი ცხოვრების განმავლობაში და შესაბამისად რამდენადაც მეტ შესაძლებლობას შევქმნით ჩვენი ახალგაზრდებისთვის ბავშვენისთვის მით უფრო კმაყოფილები და ბედნიერები ვართ ჩვენ. შესაბამისად, ვინც საქართველოს ბანკს ირჩევს მემგომი მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა ამ ადამიანს ვინაიდან ისინი გვაძლევენ ჩვენ ძალას რომ ესეთი კარგი პროექტები გავაკეთოთ", - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი და გენერალური დირექტორი და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები