სს ბანკი ქართუ-ს მენეჯმენტში ცვლილებებია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბანკის გენერალურ დირექტორად ზურაბ გელენიძე დაინიშნა.
ამ თანამდებობაზე ზურაბ გელეინიძემ გრიგოლ კაცია ჩაანაცვლა. საჯარო რეესტრის ამონაწერში ცვლილება 11 ოქტომბერს დარეგისტრირდა.
ზურაბ გელენიძე თელასის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. მანამდე კი იყო საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ფინანსური დირექტორი. საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში მოსვლამდე ის საბანკო სექტორში მუშაობდა სხვადახვა წამყვან პოზიციებზე.2011 - 2013 წლები კორპორატიული ბიზნესის დირექტორის მოადგილე ს.ს "თიბისი ბანკი".2010 - 2011 წლები “HSBC Georgia" - კომერციული ბანკინგის უფროსის მოადგილე.2006 - 2010 წლები კომერციული დირექტორი "”BTA Silk Road” ბანკი.ასევე 2004 - 2006 წლებში ს.ს "იბერია რეფრეშმენტს" - ის ფინანსური დირექტორი. ბატონ ზურაბს 1998 - 2004 წლებში ეკავა წამყვანი პოზიციები "საქართველოს ბანკში" ზურაბ გელენიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი.
უახლესი
52 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია