დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ბალანსი“ ჯანსაღი კვების რაციონების სერვისს აფართოებს

„ბალანსი“ ჯანსაღი კვების რაციონების სერვისს აფართოებს

02-04-2023 23:56:07

თბილისში რამდენიმე თვეა ჯანსაღი კვების რაციონის გამოძახების ახალი სერვისი - „ბალანსი“ გამოჩნდა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი შეფი ნუცა სურგულაძეა. 

როგორც Business Insider Georgia-თან „ბალანსის“ მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი ანა სურგულაძე განმარტავს, სერვისი მომხმარებელს ჯანსაღი საკვების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.

„ბალანსის“ საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ერთი დღის რაციონის ფას, 55 ლარიდან იწყება და კალორაჟის მიხედვით იზრდება.

როგორც ანა სურგულაძე აცხადებს, „ბალანსმა“ ოპერირება 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო და დღეისათვის ყოველდღიურად 100-მდე მომხმარებელს ემსახურება.

ჯანსაღი კვების მსურველები კომპანიას უკავშირდებიან სოც.ქსელის ან საიტის მეშვეობით და ადგილზე მიწოდების სერვისით სარგებლობენ. 

„ამ ეტაპზე დღეში 100 შეკვეთაზე მეტს ვერ ვიღებთ.საკუთარი მიწოდების სერვისი გვაქვს და მომხმარებელი ძირითადად Facebook-ის და Instagram-ის საშუალებით გვიკავშირდება“, აცხადებს ანა სურგულაძე.

„ბალანსის“ სწრაფი ზრდა გამოწვეულია კომპანიის სწორი პოზიციონირებით.

კომპანიის სლოგანია „ჯანსაღი კვება უნდა იყოს გემრიელი“ და მომხმარებელს 28 დღის განმავლობაში ნამდვილ გემოების დღესასწაულს სთავაზობს, ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი კერძი არ მეორდება.

„ბალანსი“ გარკვეული თვეების განმავლობაში დღის მანძილზე მხოლოდ 70-მდე შეკვეთას იღებდა, თუმცა დღეისათვის კომპანიას ახალი საწარმო სივრცე და ახალი სამზარეულო აქვს, რომელიც 400 კვ/მ-ზეა გაშლილი და უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი, შესაბამისად უფრო მეტი კლიენტის მომსახურების საშუალებაც აქვს. 

როგორც „ბალანსში“ აცხადებენ, აღდგომის შემდეგ გაცილებით მეტი შეკვეთის მიღება შეეძლებათ.

ამ დროისათვის კომპანიაში, მიწოდების სერვისის გარდა, 15-მდე ადამიანია დასაქმებული. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები