2024 წლის 22 აგვისტოს, 13:00 საათზე, დაბა ბაკურიანში, დავით აღმაშენებლის ქ. N7-ში, (კინოთეატრი“ბაკურიანი”) ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის № 11 არეალში მდებარე მიწის ნაკვეთებისა და მომიჯნავე ლანდშაფტური ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმების ცვლილების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.
საჯარო განხილვაზე წარმოდგენილი იქნება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების ცვლილების პროექტი. საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება: სასტუმროს ტიპის აპარტამენტების, სასტუმროს, კოტეჯების, სარეკრეაციო სივრცეებისა და მასთან დაკავშირებული ფუნქციების მშენებლობა.
საჯარო განხილვის პროცედურაში მონაწილეობა, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს ექნება. განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება პროექტთან დაკავშირებული ელექტრონული დოკუმენტაცია.
უახლესი