„აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილმა კომპანია ADY Container-მა, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო, დამკვეთებს ალტერნატიული მარშრუტი შესთავაზა.
ამის შესახებ ინფორმაციას ADY Container ავრცელებს.
ირკვევა, რომ ახალი მარშრუტით ტვირთები თურქეთის დერინჩას, მერსინის, ალსანჯაკის, მარპორტის და ევიაპის პორტებიდან საქართველოში ფოთისა და ბათუმის პორტებამდე გემებით გადაიგზავნება. პორტებში, კონტეინერები გადაიტვირთება პლატფორმებზე და სარკინიგზო ტრანსპორტით მიიტანენ ბაქოს პორტში. შემდეგ ტვირთი გაიგზავნება აქტაუს (ყაზახეთი) და თურქმენბაშის (თურქმენეთი) პორტებში, იქიდან კი რკინიგზით ცენტრალური აზიის მიმართულებით.
„ეს ახალი სარკინიგზო-საზღვაო კავშირი უზრუნველყოფს საქონლის დროულ მიწოდებას დანიშნულების სადგურებზე და მიწოდების ჯაჭვის მთლიანობას“, - ნათქვამია ADY Container-ის განცხადებაში.
უახლესი