დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აზერბაიჯანმა ყაზახეთს ნავთობის ტრანზიტი ბაქო-სუფსის მილსადენით შესთავაზა

აზერბაიჯანმა ყაზახეთს ნავთობის ტრანზიტი ბაქო-სუფსის მილსადენით შესთავაზა

11-04-2023 18:31:05

აზერბაიჯანმა ყაზახეთს თავისი ნავთობის ტრანზიტი ბაქო-სუფსის მილსადენით შესთავაზა. ამის შესახებ ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა განაცხადა, წერს ყაზახური მედია. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მარშრუტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დამატებად იქნა შემოთავაზებული. ამჟამად ყაზახეთი მილსადენის ტექნიკურ მახასიათებლებს სწავლობს.

ჟუმანგარინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი საკითხი, რომელიც ბაქოსა და ასტანას შორის განიხილება, არის საგზაო რუკა, რათა აღმოიფხვრას საცობები, რაც ხელს შეუწყობს ამ მარშრუტის განხორციელებას.

ყაზახეთმა უკვე დაიწყო ნავთობის ტრანზიტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მარტში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით დაახლოებით 20 000 ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა, აპრილში კი 125 000 ტონა მიწოდება იგეგმება.

„როდესაც 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით (BTC) ჯეიჰანის ტერმინალში ნავთობის მოწოდება შეჩერდა, ბაქო-სუფსის მილსადენი აზერბაიჯანული SOCAR-ისთვის ნავთობის მიწოდების მიზნით გაიხსნა. ნავთობით ორი ტანკერი დაიტვირთა. ამის შემდეგ არცერთი განაცხადი არ შემოსულა. თუ მარტის ბოლომდე არ მივიღებთ განაცხადებს მაისის ნავთობის მიწოდებაზე, ეს ნიშნავს, რომ ბაქო-სუფსა ნავთობს არც აპრილში და არც მაისში არ მიაწოდებს.

ბაქო-სუფსა მუშა მდგომარეობაშია. მაგრამ იმისათვის, რომ განაახლოს მისი მუშაობა, აუცილებელია განაცხადების მიღება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გადამზიდავებს შავ ზღვაში კუთვნილი ტანკერების გაგზავნა არ სურთ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ WREP ახორციელებს ნავთობის ტრანსპორტირებას აზერი-ჩირაგ-გუნეშლიდან (ACG) სუფსაში საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე.

მილსადენის გავლით ექსპორტი 2022 წლის მაისიდან ნავთობის გადაზიდვებზე განაცხადების ნაკლებობის გამო შეჩერდა.

შეგახსენებთ, რომ მილსადენის სიგრძე 837 კილომეტრია. მისი გამტარუნარიანობა აღემატება შვიდ მილიონ ტონა ნავთობს წელიწადში (145000 ბარელი დღეში). მილსადენის ოპერატორი არის bp. ნავთობის ტრანსპორტირების საბოლოო პუნქტი საქართველოში შავი ზღვის  სუფსას პორტია, საიდანაც ნავთობი მომხმარებელს ტანკერებით მიეწოდება.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები